Tuesday, October 6, 2009

საინფორმაციო სტატია: ზოოპარკი და ბოტანიკური ბაღი, როგორც ცოცხალი ბუნების ორი ნაკრძალი


რა შეიძლება ვნახოთ ზოოპარკში და რატომ ამჯობინებს ხშირად დამსვენებელი ბოტანიკურ ბაღს

 

           თბილისის ზოოლოგიური პარკი, დაარსდა 1927 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმსაკომის დადგენილებით. ზოოპარკის მოსაწყობად მდ. ვერეს ხეობაში გამოიყო 70-მდე (ხოლო შემდეგ 120-მდე) ჰა მიწის ნაკვეთი. გათვალისწინებული იყო შემდეგი განყოფილებები: კავკასიის ანუ მხარეთმცოდნეობის, ყოფილი სსრკ-ის ფაუნის, ეგზოტიკური, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და სხვა.

          თბილისის ზოოლოგიურ პარკში წარმოდგენილია კავკასიისათვის, კერძოდ, საქართველოსათვის დამახასიათებელი და ენდემური სახეობები: ჯიხვი, ნიამორი, მაჩვზღარბა, არჩვი, ირემი, შველი, კოლხური ხოხობი, კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი და სხვა. აქ გაშლილია სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა. მიღებულია ჯიხვისა და შინაური თხის ჰიბრიდიჯიხვთხა, შესწავლილია სხვადასხვა ცხოველის (ირემი, შველი, ჯიხვი, კვერნა, წითელი იხვი, ორბი, გიურზა და სხვა) ბიოლოგია.

          თბილისის ზოოლოგიურ პარკში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობას ეწეოდნენ . ჯანდიერი, . რჩეულიშვილი, . აგლაძე და სხვები. მაიმუნების ფსიქიკასა და სხვა თავისებურებებს სწავლობდნენ ივანე ბერიტაშვილი, . ძიძიშვილი და სხვები.

          1931 ზოოპარკში დაარსდა პარაზიტოლოგიის ლაბორატორია. ამავე დროს შეიქმნა ზოოლოგიური მუზეუმიც. 1935 წელს . ჯანდიერის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით ზოოპარკში დაარსდა ბიოლოგიური სადგური, რომელიც 1938 წელს თსუ- გადაეცა. თბილისის ზოოლოგიური პარკის მეცნიერ მუშაკები აქვეყნებდნენ სამეცნიერო ნაშრომებს.

          თბილისის ზოოლოგიურ პარკში არსებობს რამდენიმე განყოფილება. მტაცებლების და პრიმატ-მღრღნელების განყოფილებში შედიან კვერნა, მელა, მოსახლეობამ კი ზოოლოგიურ პარკს საჩუქრად გადასცა ენოტი, ოთხი დათვი და სამი მგელი. აგრეთვე, ზოოლოგიურმა პარკმა ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკაში შეისყიდა ხალებიანი აფთარის ორი ლეკვი, ხოლო ალმაატის ზოოპარკიდან კი ვეფხვის ორი დედალი ბოკვერი, იაგუარის ორი დედალი ბოკვერი,

წყვილი მფრინავი ჩანთოსანი ციყვი, წყვილი აბისინიური რქაცხვირა, წყვილი ბარი ანუ გავაზი, აგრეთვე ორი წყვილი სამეფო ხოხობი, ოთხი მანდარინის, ოთხი კაროლინის იხვი, წყვილი წყლის ინდონეზიური პითონი, წყვილი კოლუმბიური ცისარტყელა მახრჩობელა,  წყვილი ამერიკული ნარინჯისფერი მცურავი, წყვილი ქერცლშუბლა მცურავი. ასევე, ახალი ღია ვოლიერები აშენდა მგლებისთვის, აფრიკული გარეული ძაღლებისთვის, მელიებისთვის და მაჩვებისთვის, ტურებისთვის მიმდინარეობს ახალი ღია ვოლიერების მშენებლობა ვეფხვებისთვის, ლომებისთვის, აფთრებისთვის, ჯიქისთვის. დაგეგმილია ახალი ღია ვოლიერის მშენებლობა დათვებისთვის,   ბეჰემოტის ვოლიერისა და ბასეინის გაფართოება, აგრეთვე ვოლიერების აშენება საქართველოში გავრცელებული მცირე ზომის მტაცებლებისთვის.

          ეგზოტარიუმის განყოფილებაში შედიან ახალშეძენილი 7 სახეობის ქვეწარმავალი, 4 სახეობის ამფიბია, ჩიტიჭამია ობობები და ახალგამოჩეკილი სიმინდის მცურავის 11 წიწილი.

          ცხელ ხაზზე გამოძახებების შედეგად თბილისში დაჭერილ იქნა 5 გიურზა, გველების სხვა, არაშხამინი სახეობები. გიურზები ზოოლოგიურმა პარკმა, ცოცხალი კოლექციის გამდიდრების მიზნით, დაიტოვა.

          გაკეთდა თევზების (კოის) ღია 25 ტონიანი ბასეინი, ნიანგის ღია ვოლიერი ორი ბასეინით, პირველად კავკასიაში ზღვის 5 აკვარიუმი (საერთო მოცულობით 4300 ლიტრი).

          დაგეგმილია ეგზოტარიუმის განყოფილების გაფართოება: ცალცალკე განთავსდება აკვარიუმი და ტერარიუმი.  ახალ შენობაში იგეგმება ქვეწარმავლების გადაყვანა, ხოლო ეგზოტარიუმის მოქმედი შენობა მთლიანად წყლის ფაუნას (თევზებსა და წყლის უხერხემლოებს) დაეთმობა.

          უახლოეს მომავალში თბილისის ზოოლოგიურ პარკში გაიხსნება ახალიინსექტარიუმის (მწერების) განყოფილება. ამოქმედდა პეპლების ერთი ვოლიერი.

          საფრინველე განყოფილებისათვის ზოოლოგიურმა პარკმა კერძო პირებისაგან შეისყიდა სამი სირაქლემა, განუყრელი და ტალღისებური თუთიყუშები, ხოხბების რამდენიმე (სვაინო, ალმაზისებური, ბაჯაღლოსფერი) სახეობა.

          ახალი ღია ვოლიერები აშენდა ფარშავანგებისთვის, სირაქლემებისთვის, ოთხი ახალი ვოლიერი გაკეთდა თუთიყუშებისთვის.

          მიმდინარეობს ჭაობისა და წყლის ფრინველებისთვის ხელოვნური ტბის მშენებლობა, ცალკე კეთდება აუზი წყლის დიდი ზომის ფრინველებისთვის (გედები და სხვა).

          ზოოპარკს შეემატა ახალგამოჩეკილი ფარშავანგის 17 წიწილა, 22 კოლხური ხოხობი და განუყრელი თუთიყუშები.

          ჩლიქოსან ცხოველთა განყოფილებაში გაკეთდა ღია დიდი ვოლიერიაფრიკა”, სადაც დამთვალიერებელს საშუალება აქვს გაეცნოს აფრიკის სავანებში გავრცელებულ ჩლიქოსან ცხოველებს. აღნიშნულ ვოლიერში ერთად უკვე ბინადრობენ ზებრები, ანტილოპა კუდუ, ანტილოპა ელანდი და ფაფრიანი ცხვრები. აგრეთვე, გაფართოვდა სპილოების ღია ვოლიერი და სპილოების ზამთრის ოთახს გაუკეთდა ფანჯრები სპეციალური განათებით, რათა ვიზიტორებს საშუალება ჰქონდეთ, ზამთრის ოთახში მყოფი ცხოველები გარედან დაათვალიერონ.

          მიმდინარეობს ჩლიქოსანი ცხოველების რკინის ვოლიერების ხის ვოლიერებით შეცვლა, რაც სრულიად ახლებურად წარმოაჩენს როგორც ცხოველებს, ასევე  მთლიანად ზოოლოგიური პარკის იერსახეს.

          ზოოპარკში გაიხსნა ვივარიუმის განყოფილება, სადაც ხდება მღრღნელების (ვირთაგვების და თაგვების) და მწერების მომრავლება და შემდგომში ზოოპარკის ცხოველებისათვის მათი საკვებად გამოყენება.

          თბილისის ზოოლოგიურ პარკში დაცული შემდეგი ცხოველები:

               ჩლიქოსანი:  სახეობა – 19;  რაოდენობა – 67

               მტაცებელი:  სახეობა – 10;  რაოდენობა – 32

               მაიმუნი: სახეობა – 4;  რაოდენობა – 36

               მღრღნელი: სახეობა – 3;  რაოდენობა – 15

               ფრინველი: სახეობა – 42;  რაოდენობა - 157

               თევზი:  სახეობა – 101;  რაოდენობა – 1071

               ქვეწარმავალი: სახეობა – 31;  რაოდენობა – 56

               ამფიბია: სახეობა – 4;  რაოდენობა – 12   

          თბილისის ზოოლოგიური პარკს დაგეგმილი აქვს ახალი ცხოველების შემოყვანა მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკებიდან. ამ მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკებები შესაბამის ორგანიზაციებთან.

          ზოოპარკი მუშაობის საათები სეზონის მიხედვით განისაზღვრება. ზაფხულში პარკი მუშაობს 9-დან 21 საათამდე, ხოლო ზამთარში 10-დან 18 საათამდე. აქვე, დამთვალიერებლებისათვის არის შესანიშნავი გარემო დასვენებისათვის, აგრეთვე, ფუნქციონირებს რამდენიმე კაფე და მრავაგვარი გასართობი კარუსელები ბავშვებისათვის.

          თბილისის ბოტანიკური ბაღიც, ზოოპარკის მსგავსად, თბილისის რეკრეაციულ ნაკრძალს წარმოადგენს, თუმცა მისი იდეაც და მუშაობის სტილიც ძირეულად განსხვავდება ზოოლოგიური პარკისაგან.

          თბილისის ბოტანიკური ბაღი (დენდროლოგიური მუზეუმი), ყოფილი სამეფო ბაღი, მდებარეობს სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდ. წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა.

          1896-1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932-58 წლებში მას მიემატა ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. აქ შემორჩენილ საფლავებს შორის აზერბაიჯანელი მწერლის მირზა ფათალი ახუნდოვის (1812-1878) საფლავია.

          ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ბოტანიკური ბაღი წელიწადის ნებისმიერ დროს თავისებური  სილამაზით გვაოცებს. აქ თავმოყრილი  მცენარეები ძველი თბილისის შუაგულში ნამდვილ ოაზისს ქმნიან, სადაც დასვენება და ბუნებით ტკბობა თითოეული ადამიანისთვის ქალაქიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი.   

          ბაღის მთავარი შესასვლელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოსაა, ნარიყალას ძირას. 1909-14 წლებში სოლოლაკის ქედში გაიჭრა გვირაბი და გაკეთდა მეორე შესასვლელი . ასათიანის ქუჩიდან, რომელიც დღესდღეობით არ ფუნქციონირებს.

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ფლორის 3500  ნაირსახეობაა წარმოდგენილი.

          ბოტანიკურ ბაღში შეგიძლიათ იხილოთ მცენარეები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან, კავკასიის სხვა რეგიონებიდან, მსოფლიოს მრავალი კუთხიდან.  ცალკე მონაკვეთი ეთმობა ადგილობრივ, სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეებს.

          მდიდარი კოლექციის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ ხმელთაშუა ზღვისპირეთის, ჩრდილო-ამერიკის, ჩინეთისა თუ იაპონიის, ჰიმალაის, თურქისტანის, ციმბირის ფლორის ეგზემპლარები. აქვე შემორჩა უიშვიათესი სახეობები: მოღვინისფრო-წითელი პიონი ,,მაიკოდა იბერიული ირისი, რომლებიც დღეს ბუნებაში თითქმის აღარ გვხვდება.

          ბაღში, რომელსაც 128 ჰექტარი ტერიტორია უკავია, ფლორის 3500 ნაირსახეობაა წარმოდგენილი.

          აქაც დასვენებისათვის ხელსაყრელი პირობებია შექმნილი. დამთვალიერებლისა და დამსვენებლის 70%, რომელსაც მხოლოდ ბუნების წიაღში სურს დღის გატარება და ქალაქის აგლომერაციის მოსახლეობის უზრუნველყოფაში ხანმოკლე დასვენება, ბოტანიკურ ბაღს ირჩევს. მიუხედავად იმისა, რომ აქ გასართობი ადგილები, კაფეები და კარუსელები არ არის, შესანიშნავად გრძნობენ ღია ბუნების წიაღში თავს ნებისმიერი ასაკის წაარმომადგენლები, როგორც უფროსები, ასევე ბავშვებიც.

          სამწუხაროდ, ზოოლოგიურ პარკთან შედარებით, სახელმწიფო გაცილებით ნაკლებ ყურადღებასა და თანხებს უთმობს ბოტანიკური ბაღის გაუმჯობესებას, განახლებასა და განვითარებას, რის გამოც ბაღი მხოლოდ დასვენების როლსა და ფუნქციას ატარებს, რადგან საზოგადოების საკმაოდ მცირე ნაწილს უჩნდება სურვილი, რომ საკმაოდ მოუვლელ და ძალიან მცირე ფართობზე განთავსებულ სპეციალურ სათბურებში მცენარეთა სახეობების დათვალიერებით დაკავდეს, ხოლო ღია ცის ქვეშ არსებულ ბაღში დამთვალიერებელი იშვიათად თუ შეამჩნევს მცენარეზე მიმთითებელ აბრას, სადაც წესითა და კანონით, ამ მცენარის სახელი და მცირე ისტორია უნდა იყოს მითითებული.

          ასე რომ, ურიგო არ იქნებოდა, თუ ახელმწიფო მეტ ბიუჯეტს გამოყოფდა ზოოპარკის გასაუმჯობესებლად და ბოტანიკური ბაღის გასაახლებლად, რადგან თბილისის ფარგლებში ცოცხალი ბუნების მხოლოდ ამ ორ „ნაკრძალს“ ვხვდებით და ორივეს განვითარება აუცილებელია ქალაქის აგლომერაციის მოსახლეობის ხანმოკლე დასვენებისა თუ დაინტერესებულ პირთათვის ბიოლოგიური დაკვირვებებისათვის.

No comments:

Post a Comment