”ჩიჩილაკი - ”ბასილის ფაფუკი წვერები”, საახალწლოდ გამომცხვარი კაცის ფორმის პური - ”ბასილის პური”, მეკვლეს ლოცვა - ”გადმოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, გფარავდეთ წმინდა ბასილი, იმისი მადლით იყავით პურით და ღვინით აღვსილი!” დანარჩენი სურვილებიც მეკვლეს შემოაქვს ოჯახში.
გურიაში ყველაზე ტრადიციულ სოფელ ბასილეთში, სადაც პირველი ჩიჩილაკი დამზადდა, ახალ წელს განსაკუთრებული ხიბლით ელოდებიან. სოფელში ტრადიცია არ ირღვევა - ნაძვისხის ნაცვლად, ყველა ოჯახში თხილის ღეროსგან დამზადებულ ჩიჩილაკს დგამენ. ახალი წლის ღამეს ვახშამს რომ მორჩებიან, ოჯახის უფროსი ჩიჩილაკის კეთებას იწყებს. თხილის ღეროს ნახევრად ათლილ ბურბუშელებს, წმინდა ბასილის წვერებს ადარებენ და ამით ხაზს უსვამენ სწრაფვას - წმინდა ბასილისებური სიკეთის, სიუხვის, ღვთისმოსაობისკენ. ალიონის დადგომასთან ერთად, ჩიჩილაკის დამზადებასა და მორთვას ამთავრებენ. ჩიჩილაკით ხელდამშვენებული გურულები მიადგებიან საკუთარი სახლის კარს და გარედან შესძახებენ ”კარი გამიღეთ!” სახლიდან ეპასუხებიან: ”რა მოგაქვს?” ისევ მეკვლე პასუხობს: ”მობრძანდება წმინდა ბასილი, მას მოაქვს ღვთის წყალობა, კაცთა მშვიდობა, ოქრო და ვერცხლი, თვალი და მარგალიტი, პური და ღვინო, ბედაური ცხენი რახტით შეკაზმული, ყირიმის თოფი, მოჭედილი სატევარი და ყაჭაბრეშუმი”. ამის დამთავრების შემდეგ, კვლავ შეძახილი გაისმის: ”კარი გამიღე!” და ასე მეორდება სამჯერ. სამჯერვე ხვავსა და ბარაქას, ბეღლის ავსებას, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უსურვებენ ოჯახს. მერე შიგნიდან კარს გაუღებენ მისალოცად მისულ მეკვლეს და, მორთულ ჩიჩილაკთან ერთად, სახლში შეიპატიჟებენ. ოჯახის ყველა წევრს ხელში ანთებული თაფლის სანთელი უჭირავს. ღმერთმა მრავალი ახალი წელიწადი გაგითენოსო - ულოცავენ ერთმანეთს. სამგზის ჩამოატარებენ ჩიჩილაკს და ერთ კუთხეს მიუჩენენ. ჩიჩილაკს ნათლისღების დღეს იღებენ, მერე გარეთ გააქვთ და რომელიმე ხეზე ჩამოკიდებენ.
ოჯახის დიასახლისი ქართულ პურს, საახალწლოდ, საგანგებოდ გამზადებული კაცის ფორმის ყალიბში ახალი წლის წინღამით აცხობს: ”ამას ”ბასილის პურს” ეძახიან. ოჯახის მეკვლე ჯერ ბეღელში შედის და ეს ”ბასილის პური” შეაქვს, როგორც მომავალი ხვავის, ბარაქის სიმბოლოს და მერე მოადგება სახლის კარს. ეს ტრადიცია რამდენიმე საუკუნის მანძილზე მოდის და გრძელდება. გურიაში ერთადერთი სოფელია ბასილეთი, სადაც ეს ტრადიცია შენარჩუნებული აქვთ.
ბასილეთელებს საახალწლო სამზადი აქვთ. სასიკვდილო განაჩენი აქვთ გამოტანილი დასაკლავ ღორებს, გოჭებს, ინდაურებსა და ქათმებს. დუღს თაფლი და იჭრება ნიგოზი, საახალწლო სუფრის უმთავრესი მშვენების - გოზინაყის დასამზადებლად. რაკრაკებს დოლაბი და იფრქვება საახალწლო სუფრის სიმინდის ფქვილი და ღომისთვის ღერღილი.

განსაკუთრებით საინტერესოა გურული კალპიანი ჩიჩილაკი. მისი დამზადების წესი და მასალა ერთობ უბრალოა და არქაულიც. ჩიჩილაკისათვის მოჭრიდნენ თხილის მომსხო ჯოხს, ერთი მეტრი სიგრძისა, მოიტანდნენ სახლში, მოქნილობის შესამატებლად გაახურებდნენ ცეცხლზე და იწყებდნენ მის დამუშავებას. ჯერ კანს გააცლიდნენ და გაასუფთავებდნენ, შემდეგ მახვილი თხელი დანით იწყებდნენ წვრილი უწყვეტი ბურბუშელის ცლას, ისე რომ ბურბუშელას თითქმის ჯოხის მეორე ბოლომდე გაიტანდნენ, აქ კი აკეცავდნენ და ძირს დაუშვებდნენ. ასეთი წესით უამრავი ბურბუშელა აიჭრებოდა და ჩიჩილაკის ღეროც თანდათან იფარებოდა საფარით, ე.წ. “ბასილას და ჩიჩილაკის” წვერებით. ჩიჩილაკის ღეროს”წვერების” თავმოყრის ადგილას ჩამოაცმევდნენ და მიამაგრებდნენ მწვანე ფოთლებითა და კურკანტელის წითელი ნაყოფით მოწნულ რგოლს, კალპს ისე, რომ ”ჩიჩილაკის წვერები” ამ რგოლიდან დაფენილ სხივებად ეშვებოდა ძირს. კალპს ზემოდან ჩამოაცმევდნენ ყველითა და კვერცხით შეზავებულ, გულამოჭრილ სპეციალურ კვერცხს, ბოკელას. ამის შემდგომ ჩიჩილაკის ღეროს წვერზე ჯვრის სახით ჩასვამდნენ ორ ჯოხს, რომელთა ბოლოებზე ამაგრებდნენ ორ ბროწეულს ან ვაშლს და ორსაც სპეციალურად გამომცხვარ სფერულ კვერცხს “ყვინჩილას”. ასეთნაირად გამართულ ჩიჩილაკზე სცოდნიათ გაპუტული შაშვის ჩამოკიდება, რომელსაც მხოლოდ ბოლოს დაუტოვებდნენ ხოლმე. ასევე კიდებდნენ ძვირფას სამკაულსაც, თუკი სახლში მოეპოვებოდათ.
მეკვლე ჩიჩილაკით ხელში დაივლიდა კარმიდამოს, თითოეულ სამეურნეო ნაგებობასთან გაჩერდებოდა და მიულოცავდა ახალ წელს. (ადრე მეურნეობის ყველა დარგს თავისი ღვთაება ჰყავდა).
ახალდაბადებული ბავშვი ჯანმრთელი და ძლიერი რომ ყოფილიყო, მის სახელზე ჭყინტი ყველისაგან გააკეთებდნენ თავის გამოსახულებას, რომელსაც გოჭის ძვლებით, ტანისა და ფეხის ფორმას მისცემდნენ. კერასთან ახლოს ამოთხრიდნენ მიწას, ყველაფერს ამას შიგ ჩადებდნენ, გადაასხამდნენ ღვინოს და დაილოცებოდნენ „მიწავ გამიჯერიებიხარ, კარგი ფერი და ხორცი მიეცი ჩემს ბაღანას“.
ჩიჩილაკით მიუკვლევდნენ ერთმენეთს ახალ წელს, თან მიწის ბარაქას, საქონლის სიმრავლეს, გამრავლებას, ოჯახის წევრების სიცოცხლესა და სიმდიდრეს დაუბედებდნენ.

No comments:
Post a Comment